სიახლეები
24 თებერვლას, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ნევროზი, დეპრესია, სუიციდი, პანიკური შეტევები და მათი მართვის თანამედროვე მეთოდები”.
ლექცია წაიკითხა ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" დირექტორმა, ფსიქიატრმა ქ-ნ ნინო მახაშვილმა.
ლექციაზე განხილული იყო დღეისათვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ფსიქიკური დარღვევების სახეები, დეპრესია, სუიციდის მიზეზები და პრევენციის გზები, პანიკური შეტევების მართვის მეთოდები და სხვა.